25 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტთა ყოველწლიური VI სამეცნიერო კონფერენცია „XXI საუკუნის მედიცინის მიღწევები“. ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს თეორიული მედიცინისა და ფარმაციის სესიებში, უპასუხეს შემხვედრ შეკითხვებს, მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი უნარების გამომუშავებას.
მედიცინის ფაკულტეტის ტრადიციული საგანმანათლებლო შეხვედრები ქუთაისის სკოლებში ამჯერად კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გაგრძელდა. მომავალი ჯარისკაცების ცხოვრების წესი ხომ თითოეული დღე მავნე ჩვევების გარეშეა, ამიტომაც, იყო განსაკუთრებულად აქტიური აუდიტორია იმედა ქურციკიძისა და სალომე ჩიხლაძის საჯარო ლექციაზე: „თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენა ორგანიზმზე“.
კლინიკური პრაქტიკა რიზეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთათვის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მონაწილეებმა პირველკურსელებს გაუზიარეს თურქეთის თანამედროვე მულტიპროფილურ კლინიკაში მიღებული გამოცდილება, მათთვის მომზადებული პრეზენტაციის სახით გადმოცეს ის სასიამოვნო ემოციები, რაც ზაფხულის პრაქტიკას თან ახლდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 22-24 ოქტომბერს რომში ჩატარდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მე-7 საერთაშორისო კონფერენცია COPD-2018, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ მედიცინის ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ირინე ფხაკაძე და დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ოჯახის ექიმი, ტრენერი, სასწავლო ცენტრის კოორდინატორი ქეთევან ჯუღელი, მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენება „Improvement of COPD Management in Georgia“ საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მართვის გაუმჯობესების შესახებ.
უმაღლესი სამედიცინო განათლების პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელებს საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან. მათ როგორც მომავალ კოლეგებს სამედიცინო განათლების თანამედროვე მოთხოვნებსა სირთულეებზე ესაუბრათ ფაკულტეტის დეკანი ასოც.პროფ. ირინე ფხაკაძე, ინფორმაცია სასწავლო პროცესის სტრუქტურისა და ორგანიზების შესახებ მიაწოდათ დეკანის მოადგილემ ასოც. პროფ. მაკა ჯავახიამ, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდნენ შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელები ასოც.პროფ. თამარ ვალიშვილი, პროფ. ნანა შავლაყაძე, პროფ. თენგიზ ლობჟანიძე, პროფ. მიხეილ სამსონია.