სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა 2020 წლის 27 თებერვალს უმასპინძლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.
ვრცლად: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროექტი სტუდენტებისათვის: გიორგი მარგიანის სახელობის...
2020 წლის 24 თებერვალს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭეირსა და განვითარების მიზნით უმასპინძლა პროკრედიტ ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
პროკრედიტ ბანკმა სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესთავაზა ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამაში ჩართვა. ბანკის წარმომადგენლებმა ჩაატარეს გასაუბრება და მოახდინეს კანდიდატთა შერჩევა, რომლებიც 2 მარტიდან დასაქმდებიან და გაივლიან სტაჟირებას პროკრედიტ ბანკში.
2020 წლის 20 თებერვალს ბათუმში რეგიონული კონფერენცია Creative Caucasus გაიმართა, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, კურსდამთავრებულთა ქსელის კოორდინატორმა ქრისტინე მაღლაკელიძემ მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური 2020 წლის 27 თებერვალს უმასპინძლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამა, რომელიც პირველად 2018 წელს გამოცხადდა და მიზნად უმაღლეს განათლებაში მეწარმეობითი აზროვნების დანერგვას ისახავს, საქართველოში უკვე არაერთ მნიშვნელოვან წამოწყებას უწყობს ხელს. 2019 წლის 1 სექტემბრიდან საგრანტო პროგრამის განხორციელბა დაიწყო სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.