სტუდენთტა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2020 წლის 10 ოქტომბერს, გამოცდილების გაზიარების მიზნით კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულმა და წარჩინებულმა სტუდენტმა ეკატერინე ჭონიშვილმა, აწსუ-ს წარჩინებულმა სტუდენტმა და Google დეველოპერმა თამთა კაპანაძენ აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის ჩაატარეს ონლაინ დისკუსია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ბერკეტების და იმ შესაძლებლობების შესახებ რაც დღეს ძალზედ აქტუალურია.
მითაფის განმავლობაში სპიკერებმა გაგვიზიარეს SAT-ის გამოცდის გავლის შესახებ საკუთარი გამოცდილება და უპასუხეს შეკითხვებს.
დისკუსიამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში და კურსდამთავრებულებში დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით და მხარდაჭერით ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი და წარმატებული ტრენერი თამარ დვალიშვილი ჩაატარებს ტრენინგს „ისწავლე, რათა ამოიცნო“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით და მხარდაჭერით 2020 წლის 4 ოქტომბერს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა და წარმატებულმა ტრენერმა თამარ დვალიშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ისწავლე, რათა ამოიცნო“.
ტრენინგის მიზანი იყო ონლაინ კომუნიკაციისა და ონლაინ სწავლების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც პროფესიული ზრდის შესანიშნავი საშუალებაა, განსაკუთრებით კი COVID-19 შედეგად შექმნილი დღევანდელი გამოწვევებისა და ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით.
ტრენინგში ჩართულნი იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთარებულები.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა, რომელსაც სამსახური ახორციელებს სხვადასხვა აქტივობების და ღონისძიებების გატარების გზით, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური სტუდენტთა კარიერული განვითარების და ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს დისტანციურ კონსულტაციას.
კონსულტაციის თემებია:
CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა;
გასაუბრების ტექნიკები;
სამუშაოს ძებნის ტექნიკები;
პროფორიენტაცია.
კონსულტაცია შესაძლოა ჩატარდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
კონსულტაციის მისაღებად მოგვწეროთ მეილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.