აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელშეწყობით და მხარაჭერით სტუდენტებს და კურსდამთვრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ღია კონკურსი და გახდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუნდის წევრი. სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით და ის ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გაივლის. პროგრამის მიზანია მოიზიდოს კვალიფიციური, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე კადრები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
2020 წლის 10 აპრილს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული განვითარების სერვისმა ჩაატარა ვებინარი თემაზე: როგორ გავიაროთ ონლაინ გასაუბრება წარმატებით.
ვრცლად: ვებინარი აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის
2020 წლის 2 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია მედიაწიგნიერების თემაზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელი აგრძელებს ონლაინ დისკუსიების ორგანიზებას;
? თანამედროვე ეპოქაში, ყველაფერი ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ხდება: ნივთების შეძენა, ინფორმაციის მოპოვება, წიგნების კითხვა და მათ შორის ძალიან გავრცელებულია ონლაინ გასაუბრება სამსახურის მაძიებელთათვის. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით ყურადსაღებია, როდესაც აპლიკანტი და დამსაქმებელი სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან ან მსოფლიო პანდემიაა გამოცხადებული და გიწევს ონლაინ გასაუბრების გავლა.
ვრცლად: ვებინარი: როგორ გავიაროთ ონლაინ გასაუბრება წარმატებით