აბიტურიენტების საყურადღებოდ!


ვინც ხართ დაინტერესებული:
1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამით (ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი; მენეჯმენტი-მარკეტინგი, აგრობიზნესის მენჯმენტი)
2. ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამით (სტატისტიკა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები)
3. სამართლის საბაკალავრო პროგრამით (კერძო სამართალი, სისხლის სამართალი)
4. სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამით (ჟურნალისტიკა, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები)


გ ი წ ვ ე ვ თ


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ 2019 წლის 14 მაისს 13 საათზე დაგეგმილ ღია კარის დღეზე

დღის წესრიგი

დრო

აქტივობა

შემსრულებელი

ადგილმდებარეობა

 

13:00

მისალმება

რექტორი, რექტორის მოადგილეები, დეკანი

22-208

13:30

  „ბიზნესის ადმინისტრირების“,

  „ეკონომიკის“,

  „სამართლის“

  „სოციალური მეცნიერებების“

 

 საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია

ნანა შონია - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფინანსების მიმართულების პროფესორი

22-208

13:45

წარმატებული სტუდენტების გამოცდილების გაზიარება

მირანდა ბეჭვაია, ანა რაზმაძე, ამანდა ცუცქირიძე, ვანეიშვილი გიორგი, აბაზაძე გიორგი

22-208

14:00

ტრენინგი - „ფულის მართვა“

 

ეკა ლეჟავა - ეკონომიკის დოქოტორანტი

22-208

15:20

ლაბორატორიების დათვალიერება და მასტერკლასები:

 

 

საბანკო ოპერაციების სიმულირება

ირინე კოპალიანი - სს „ვითიბი ბანკი საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის მმართველი

2209

 

 

ბიზნეს მონაცემთა ანალიზი exles-ის გამოყენებით

მედეა ლომინაშვილი  - აღრიცხვა და აუდიტის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

2205

 

ორისი ბუღალტერიისა და ელექტრონული ბალანსის სიმულაცია

თეიმურაზ გვეტაძე -  სერთიფიცირებული აუდიტორი, სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციების ფინანსური მენეჯერი

1118

 

ბიზნეს გეგმის პრეზენტაცია

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტები

1114

 

კრიმინალისტიკის ლაბორატორია

 

ს. სებისკვერაძე

1225

 

იურიდიული კლინიკა

 

თ.ებრალძე

1231

 

ჟურნალისტიკის ლაბორატორია

 

გრიგოლ ქობალიანი, ეკა ფხაკაძე, გია დვალიშვილი

2305

 

ფოტოლაბორატორია

ია ჩარკვიანი

2304

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა, მირანდა ბეჭვაიამ მიიღო ერასმუს მუნდუსის ერთიანი სამაგისტრო სტიპენდია.

აბიტურიენტთათვის მათემატიკაში ოლიმპიადის სარეგისტრაციო და ტესტირების ვადის გახანგრძლივების შესახებ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ატარებს აბიტურიენტთა ოლიმპიადას „სტიპენდია I სემესტრიდან“.
ოლიმპიადაში გამარჯვებულ პირველ 10 აბიტურიენტს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრში და გაუგრძელდებათ სხვა სემესტრში დებულების შესაბამისად.
გამარჯვებული მოსწავლის სკოლა და საგნის მასწავლებელი დაჯილდოვდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა!
საკონკურსო დავალებები სრულად შეესაბამება სასკოლო პროგრამასა და ერთიანი ეროვნული საგამოცდო დავალებების ანალოგიურია.
მონაწილეობის პირობები:
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ მეთერთმეტე (კონკურსგარეშე) და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს;
ოლიმპიადაში მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.atsu.edu.ge
ოლიმპიადაზე გამოცხადებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
რეგისტრაციის ვადები:
2019 წლის 15 თებერვლიდან 10 მაისამდე;
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად :
I ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 11 მაისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
II ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 18 მაისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
ოლიმპიადის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.atsu.edu.ge
საკონტაქტო პირი: ეკა ლეჟავა; ტელ: 591-05-95-06 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
რეგისტრაციის ბმული
იხილეთ თანდართული ფაილი

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ძოწენიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის CSI სტიპენდიანტი გახდა. 2015 წ. მიღების სამართლის საბაკალავრო პროგრამის 2018-2019 სასწ. წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტმა სტიპენდიის მიღებამდე ონლაინ სასწავლო პლატფორმა (www.e-learning.ge) საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო კურსი გაიარა და სამოქალაქო საზოგადოების კონკურსში შემდეგ ჩაერთო. იგი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში - CSI“.

აწსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 26 ივნისის №193 დადგენილების მე-11 მუხლის მოთხოვნის და აწსუ-ს რექტორის #01-04/5 (14.01.2019) ბრძანების საფუძველზე გამოცხადდებული კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დადგენილება (იხ. „მიბმული ფაილი“)