მიმდინარე წლის 16 მარტს 11 – 15 სთ ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის იმართება ვორქშოფი თემაზე: „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია”.
ვორქშოფს წარუძღვება - ნათია ჭანკვეტაძე, მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
ვორქშოფის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და საკანცელარიო ნივთებით, რომელსაც აფინანსებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი https://ge.boell.org/ka
ადგილმდებარეობა: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, აუდიტორია 2208.
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2019 წლის 11 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
მიმდინარე წლის 21 დეკემბერს უნივერსიტეტში ჩატარდა შიდა საფაკულტეტო საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის - „საარჩევნო მარკეტინგისა და პოლიტიკური რეკლამის როლი აწსუს-ს სტუდენტთა სწავლებისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობის ფორმირებაში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ა. ბუცხრიკიძე. საიდენტიფიკაციო კოდი ATSU2BG2/02-18) ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა მონაწილეობით.
მიმდინარე წლის 11 იანვარს 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში (#22-208 აუდიტორია) სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე - „ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები”.
ლექციას წაიკითხავენ:
ლონდა თოლორაია - შსს-ოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი;
ლადო ჯავახიშვილი - იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
ნინო ტყეშელაშვილი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი.
13 და 14 დეკემბერს, ტარდება მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეხება პროექტის - „სოციალური, სამართლის, ფილოსოფიისა და კულტურის მეცნიერებათა განვითარების ხელშეწყობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - განხორციელებას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ სტუმრები გერმანიიდან და ქ. თბილისიდან.
#1118 აუდიტორიაში გამართავენ საჯარო შეხვედრებს და წაიკითხავენ ლექციებს თემაზე:
1. 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, ლექციას წაიკითხავს საჯარო ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გიორგი ბერიაშვილი - „პლატონის გამოქვაბულის მითის მნიშვნელობა პოლიტიკურის გაგებისთვის“.
2. 13 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი გააკეთებს დოქტორანთა კლასტერის პრეზენტაციას.
3. 14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბონის უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიის პროფესორი თეო კობუში წაიკითხავს საჯარო ლექციას - „სამართლის ფილოსოფია სამუელ პოფენდორფთან“ (ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით).