26 ნოემბერს, აწსუ-ში განხორციელებული პროექტის - „სამართლის, ფილოსოფიის, სოციალურ და კულტურულ მეცნიერებათა განვითარების ხელშეწყობა აწსუ-ში“ - ფარგლებში მონაწილე, ლაიფციგისა და ვენის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი გიორგი ხვედელიანი ორშაბათს, აუდ. #1118-ში წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე:
1. 14:00 საათი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის სოციალური და პოლიტიკური შინაარსი“
2. 16:00 საათი - „სოციალური სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურა“.
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელებადი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო კავშირების გაძლიერების და აკადემიური პერსონალის, მაგისტრანტების და დოქტორანტების კვლევითი უნარების განვითარების მიზნით, მ.წ. 25 ოქტომბერს დასრულდა აწსუ-ში მოწვეული ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. ზლინის თომას ბატას უნივერსიტეტის პროფესორების პაველ ბედნარის და ლუბორ ჰომოლკას ვიზიტი.
მ/წლის 22, 23, 24 და 25 ოქტომბერს 10:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსში, #208 აუდიტორიაში გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის თომას ბატას უნივერსიტეტის პროფესორის ლუბორ ჰომოლკას ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია“. ტრენინგი ტარდება ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და მიზნად ისახავს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, 12 საათზე, შპს „ნექსია თი ეი აკადემიასთან“ მოლაპარაკების წარმოების საფუძველზე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე: „ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმები“
ლექციას წაიკითხავს საქართველოს შემოსავლების სამსახურის ყოფილი მთავარი აუდიტორი, შპს „ნექსია თი ეი აკადემიის“ ტრენერი, საგადასახადო მენეჯერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული დავით მამრიკიშვილი.
დავით მამრიკიშვილს გააჩნია 8 წლიანი მუშაობის გამოცდილება შემოსავლების სამსახურსა და სხვადასხვა ორგანიზაციების ფინანსურ მენეჯერად, ათვისებული აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის 14 წიგნი ( №943).
კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ შემდეგი მიმართულებით:
შემოსავლების სამსახური/სახაზინო დეპარტამენტი (OTA) - პირდაპირი აუდიტის მეთოდოლოგია (#0129)
საერთაშორისო ფინანსების კორპორაცია (IFC) - სპეციალური კურსი აუდიტორებისთვის.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია - ორმაგი დაბეგვრის პრინციპები.
შემოსავლების სამსახური/სახაზინო დეპარტამენტი (OTA) - საბანკო სექტორის აუდიტორი.
ფინანსური აღმავლობის ცენტი - დღგ-ს მოქნილობის გაუმჯობესება (ლუბლიანა, სლოვენია).
პოლონეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრო - სტაჟირება.
Certiport - Microsoft Office სპეციალისტი ექსპერტი 2010 (# LFN5-s288)
IBS - 1С - 8.2, 8.3.
Gerge - Supefin, Info
Gfpaa - ორის ბუღალტერია
ფინანსთა სამინისტროს აკადემია - სასწავლო მეთოდოლოგია
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი - ტრენერთა ტრენინგი., ლიცენზია RS – 0364.
მ/წლის 22 ოქტომბერს 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსში, #208 აუდიტორიაში, გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის თომას ბატას უნივერსიტეტის პროფესორის პაველ ბედნარის საჯარო ლექცია თემაზე: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როგორც ჩეხეთის რეგიონული განვითარების ინსტრუმენტი"; 24 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე საჯარო ლექცია თემაზე: "კლასტერები და ეროვნული და რეგიონული კლასტერული პოლიტიკის განვითარება ჩეხეთში: რეგიონის ინოვაციური ინტელექტუალური სპეციალიზაციის სტრატეგიის მიმართულება". საჯარო ლექცია ტარდება ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და მიზნად ისახავს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.