2021 წლის 16-17 სექტემბერს ჩაატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები – 2021".

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შიდასაფაკულტეტო გრანტის „COVID-19 და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში 2022 წლის 10 თებერვალს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „შრომის ბაზრის ახალი გამოწვევები: COVID-19 პანდემიის კონტექსტი“. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშროების გამოქვეყნება არის უფასო. განსაკუთრებით მისასალმებელია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ერთობლივი სტატიები.

მიმდინარე წლის 1 ივლისს, ფაკულტეტის ინიციატივით, განხორციელდა სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება გააცნეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ ემცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში საათობრივი წესით მოწვეულმა სპეციალისტმა მაია ცქიტიშვილმა 2021 წლის 13 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "სარჩელი სამოქალაქო პროცესში" (ხელმძღვანელი სამართლის დოქტორი, პროფესორი ვალერიან ხრუსტალი).

30 ივნისს დასრულდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დატრენინგებას პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის და თვითშეფასების მიზნით. სკოლაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სხვადასხვა სკოლის ოცმა მოსწავლემ.