TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით, აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით, იწყება საქართველოში ბიზნესფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება − ბიზნესქეისების კონკურსი 2021.
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2021 წლის 25 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 29 ოქტომბრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში საათობრივი წესით მოწვეულმა სპეციალისტმა თამარ მსხვილიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე - "უცხო ქვეყნების სამართლის გამოყენება საერთაშორისო კერძო სამართალში" (ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკატერინე ბაღიშვილი).
2021 წლის 16-17 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები".
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია 20-21 სექტემბერს აწსუ I კორპუსში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწ.წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან.