ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკავრო პროგრამაზე მაღალრეიტინგული აბიტურიენტთა მოზიდვის მიზნით ატარებს აბიტურიენტთა სასტიპენდიო კონკურსს მათემატიკაში სახელწოდებით - „სტიპენდია პირველი სემესტრიდან“.
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ, გიორგი დვალიშვილის მენტორობით, პანდეპიის პერიოდში გადაღებული სიუჟეტები
2021 წლის 2 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს 14 უნივერსიტეტის (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი (ყოფილი თბილისის ღია უნივერსიტეტი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) სამართლის სკოლების (ფაკულტეტების) მონაწილოებით გაიმართა ყოველწლიური ღონისძიება „ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული“, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული ონლაინ შეხვედრებში კვირეულის მოსამზადებელ სტადიებზე და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში. სამართლის დეპარტამენტიდან კვირეულის ფარგლებში წარდგენილი იქნა ორი საჯარო ლექცია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია ”შრომის ბაზრის ახალი გამოწვევები: COVID-19 პანდემიის კონტექსტი” გაიმართა. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 26 უნივერსიტეტის 111-მა წარმომადგენელმა მიიღო. კონფერენცია ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგრანტო პროექტის "COVID-19 და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების" ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. თამილა არნანია-კეპულაძე, პროექტის კოორდინატორი პროფ. დალი სოლოღაშვილი) ჩატარდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს გენერალური პროკურატურის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილემ, სპეციალიზებულმა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ. აღნიშული ლექცია ეძღვნებოდა „ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები“.