2021 წლის 7 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენელები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შეხვდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრეატიული, ციფრული სააგენტო "კრაკენის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონალურ სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტის - „ახალი შესაძლებლობებისთვის“ განხორცილებას.
მიმიდნარე წლის 1 დეკემბერს სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომლებსაც ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსმა, ქალბატონ ნინო ჩხეიძემ გააცნო ბანკში არსებული სტაჟირების და დასაქმების პროგრამები, კორპორაციული ეთიკა და კარიერული განვითარების გზები. კარიერულ განვითარებაზე კონკრეტული რჩევები მისცეს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ამავე ბანკში არიან დასაქმებული მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებად და აქტიურად თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად დაიწყო კვლევითი ნაშრომების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძ₾იათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს.