2022 წლის 8 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლები, დონორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
2022 წლის 5 აპრილს ქალაქ წყალტუბოს: ოტია იოსელიანის სახელობის №1 (დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე) და მამუკა სამაკაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლაში ( დირექტორი ნარგიზი ფირცხალავა) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არიან ქალაქ წყალტუბოს №1 და №2 საჯარო სკოლები.
2022 წლის 29 მარტს, ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლაში (დირექტორი ტარიელ გველესიანი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის უტაისის №29 საჯარო სკოლა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე დაიწო UNICEF-ის მხარდაჭერით შექმნილი კურსის „ბავშვთა უფლებების“ სწავლება, რომლის მიზანს წარმოადგენს ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განმანათლებლის მომზადება. 1 აპრილს, ლექცია და პრაქტიკული აქტივობები ჩატარდა უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში. კურსს უძღვებოდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი სოფიო მორალიშვილი.
2022 წლის 17 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის უფლებატა ექსპერტი ნატო ქობულაძე.