2022 წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (დეკანი ნანა შონია) და პედაგოგიური ფაკულტეტეტის (დეკანი მამული ბუჭუხიშვილი) ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა ღასან ხალილმა, გაიმართა ღია ლექცია თემაზე; „ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა“.
2022 წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა ევროპის უნივერსიტეტის მკვლევართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. კვლევა ეხება ევროპული ღირებულებების სწავლებას საქართველოს სკოლებში.
2022 წლის 12 აპრილს გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი თეონა ადეიშვილი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის №2 საჯარო სკოლა.
სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
2022 წლის 19 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში (დირექტორი ვერა ოდიკაძე) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ხარაგაულის მნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა.
2022 წლის 9 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში, გაიმართა შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და მედიის წარმომადგენლებთან იმუნიზაციასთან დაკავშირებით.