აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით 2019 წლის 27 ნოებერს 16:00 საათზე საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში აწსუ-ს კურსდამთავრებულებისათვის და სტუდენტებისათვის ისაუბრებს დათო ტურაშვილი სამოქალაქო აქტივიზმზე და მის განმარტებაზე, რომელიც მრავალფეროვანია.
დასწრება თავისუფალია.
2019 წლის 21 ნოემბერს დასრულდა სტუდენტთა მხარდაჭრისა და განვითარების სამსახურის ტუტორების საინფორმაციო და გაცნობითი სახის შეხვედრების ციკლი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებთან. სტუდენტებს ტუტორებისაგან მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული სერვისების შესახებ.
ვრცლად: აწსუ ტუტორების საინფორმაციო შეხვედრები პირველკურსელებთან
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. სტაჟირების ფარგლებში, სტუდენტები ჩაერთვებიან სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ სტაჟიორები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
ვრცლად: სტაჟირება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში
2019 წლის 20 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მიზნების ძალა კარიერის მართვაში“. ტრენინგი ჩატარდა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურისა და პედაგოგიური ფაკულტეტის მხარდაჭერით. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებში კარიერული უნარების გაღრმავება და განვითრება.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მხარდაჭერით 2019 წლის 7 ნოემბერს, კომპანია Wizzair-მა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ღია რეკრუირების დღე. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიეცათ შესაძლებლობა შეევსოთ განაცხადი და კომპანია wizzair-ის წარმომადგენლებთან დასაქმების მიზნით გაევლოთ გასაუბრება.