სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, 2020 წლის 24 თებერვალს, 14:00 საათზე, აწსუ მწვანე დარბაზში იწვევს პროკრედიტ ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. ბანკის წარმომადგენლები პროკრედიტ ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების მსურველებს გაესაუბრებიან მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

2020 წლის 8 იანვარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით სკოლის პედაგოგებისათვის გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვის თემაზე ტრენინგი გამართა.

2019 წლის 14 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლები პრითვირაჯ სინხსი და მარენ სალემ ბუემალაჰი შეხვდნენ სტუდენტთა სტაჟირების პროგამაში ჩართულ სტუდენტებს და გააცვნეს სტაჟირების პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხები.

2019 წლის 10 და11 დეკემბერს აწსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე პირველკურსელთათვის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მედიცინის ფაკულტეტის ტუტორის ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩატარდა ტრენინგი - ,,პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება", - რომელშიც მონაწილეობას იღებდა 70-მდე სტუდენტი.

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვიტრების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს შეხვდა დათო ტურაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე და კულტურაზე. ღონისძიებაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები აწსუ-ს კურსდამთავრებულები.