აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. სტაჟირების ფარგლებში,
ვრცლად: სტაჟირება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის კარიერული განვითარების სერვისის და ტუტორთა ჯგუფის ინიციატივით 2019 წლის 12 აპრილს ჩატარდა ტრენინგი აგრარული გაკულტეტის სტუდენტებისათვის თემაზე: „მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მეთოდები, პესტიციდები“.
2018 წლის 5 დეკებერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელმა უმასპინძლა შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელს საქართველოში, სადაც სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცვნენ შვედური ინსტიტუტის (SI) და შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო, გაცვლით და სტაჟირების პროგრამებს.
მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების და შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.
2018 წლის 7 დეკემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, კარიერული განვითარების სერვისმა ჩაატარა ტრენინგი აწსუ-ს ტუტორებისათვის თემაზე კარიერა და ლიდერული უნარები.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო აწსუ-ს ტუტორებში ლიდერული უნარების განვითარება.
2018 წლის 5 დეკებერს 13:00 საათზე პირველი კორპუსის 1114 აუდიტორიაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი უმასპინძლებს შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელს საქართველოში, სადაც სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნობიან შვედური ინსტიტუტის (SI) და შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო, გაცვლით და სტაჟირების პროგრამებს.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების და შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.
დასწრება თავისუფალია.