სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ხელშეწყობის მიზნით 2019 წლის 17 ოქტომბერს, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა უმასპინძლა ლიბერთი ბანკის მენეჯმენტს, რომლებმაც ექსკლუზიურად აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის წარადგინეს ვაკანსიები.
2019 წლის 17 ოქტომბერს, 14:00 მწვანე დარბაზში (პირველი კორპუსის პირველ სართულზე) ლიბერთის მენეჯმენტი შეხვდება სტუდენტებს (ბაკალავრ-მაგისტრანტებს და კურსდამთავრებულებს).
2019 წლის 28 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, კარიერული განვითარების სერვისმა ჩაატარა ვორქშოპი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ვორქშოპის მიზანი იყო სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
ვორქშოპი ჩატარდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტუტორთა ჯგუფის ინიციატივით.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახური, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ხელშეწყობის მიზნით უმასპინძლებს სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება გექნებათ გაეცნოთ სს „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ვაკანსიებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური აცხადებს ტოტორთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისათვის. ტუტორთა ფუნქცია-მოვალეობების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://atsu.edu.ge/index.php/tutoring-info