ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა 2022 წლის 10 ივნისს ჩაატარა ამავე ფაკულტეტის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“.
კონფერენციაზე 45 სტატია იქნა წარდგენილი 76 სტუდენტის მიერ, კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა შონიამ, რომელმაც სტუდენტებს მოუწონა კონფერენციით დაინტერესება და საკუთარი ხედვის საჯაროდ გამოტანა. განსაკუთრებით გამოყო პირველი კურსის სტუდენტების მონაწილეობა, რომლებმაც გაბედეს და პირველი ნაბიჯი გადადგეს მეცნიერებაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის 6 ივნისს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა და პროკურორის მოადგილემ ემზარ გაგნიძემ.
ლექციის თემატიკას წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის როლი ახალგაზრდა თაობის კადრების კარიერულ განვითარებაში, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, პროკურატურის განვითარების 2021 – 2027 წლების სტრატეგია, მათ შორის ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ და შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში,რომლის დროსაც ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მიმდინარე წლის 23-24 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, გაიმართა პირველი სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი "ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება".

2022 წლის მაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თამილა არნანია-კეპულაძე მასარიკის უნივერსიტეტის (ბრნო) მიწვევით იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი იყო ჩეხეთში მაცხოვრებელი ქართველი ემიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსთან პროფ. მონიკა იანდოვასთან, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორთან დანა სტანკოვასთან, ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორთან მიკულა შტეფანთან და სხვ.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველოაბის და ეკონომიკის დეპარტამენტის, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების აქტიური მონაწილეობითა და ორგანიზებით გაიმართა ვიქტორინა ,,მომავალი ეკონომისტი“, სადაც მონაწილეობას იღებდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 17 გუნდი: