2022 წლის ოქტომბრის თვეში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმერეთის რეგიონის მეწარმეებს ჩაუტარდათ უფასო ტრენინგები.
2022 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის გასვლითი სხდომა ქალაქ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.
გასვლით სხდომას ორგანიზება გაუწია სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ ბუცხრიკიძემ.
2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRS) ერთობლივი სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსის - აგრისთორი/Agristory-ის დახურვის ცერემონიალი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ მომზადებული შვიდი ფილმი. ჩვენება გაიხსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამკაციანი გუნდის მიერ მომზადებული ფილმით -„კულინარიული მწვანილი“ https://www.youtube.com/watch?v=0upmd1rDUEw .
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.