აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე:
„საშემსრულებლო ხელოვნება-მიმართულებები: ფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა)“.
მიმდინარე წლის 26 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნირებათა ფაკულტეტის პროფესორები, დისტანციურ ფორმატში, წაიკითხავენ საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციებს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მ|წ 29 მაისს ჩატარდება XXVI ყოველწლიური საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათაშორისი ნარკვევები“ / British, American and Georgian Cultural Studies.
2021 წლის 14 აპრილს, 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონკურსი „ვინ უკეთ წერს“. კონკურსი ითვალისწინებს განსაზღვრულ დროში (45 წთ) მოცემულ თემაზე თხზულების (ჩანახატის, ნოველის, ესეს ან ლექსის) შექმნას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს აწსუს ნებისმიერი ფაკულტეტიდან. კონკურსი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინპლატფორმაზე (Microsoft Teams) დარეგისტრირებულ ჯგუფში „ქართული ენის მიმართულება“.
მიმდინარე წლის, 2021 წლის 14-15 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ქუთაისური საუბრები” – XVII