2022 წლის 10-11 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XIV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. როლანდ კოპალიანმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლუკა დვალიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; დამანა მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, რევაზ შეროზია, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; იამზე ვაშაკიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; ეკა დადიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
3 ივნისს ალაბამა-ბირმიგემის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯოზეფ ვუდი სამუშაო ვიზიტით ეწვია აწსუ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს და სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე „Iterations and Deviations on the Sonnet” სადაც სხვადასხვა ავტორების სონეტები განიხილა.
ლექციის შემდეგ იგი შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს და ისაუბრა მიმდინარე კვლევაზე, რომელსაც აწარმოებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის უნივერსიტეტებში ლიტერატურის სწავლებასთან დაკავშირებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორია - არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია სახელწოდებით: ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან“.
ლექციას წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი ოთარ ნიკოლეიშვილი.
დრო: 14 ივნისი, 13:00 საათი.
ადგილი: აუდიტორია N1114 (ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, თამარ მეფის ქუჩა N59, ქ.ქუთაისი).
ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე? თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და ხართ პოლიტიკურად დაინტერესებული?
გერმანიის ბუნდესთაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
2022 წლის 28 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია "ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათშორისი ნარკვევები".