2020 წლის 16 – 18 ივლისს გაიმართა TESOL-ის საერთაშორისო ვირტუალური კონვენცია, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფორუმი ინგლისური ენის სწავლების სფეროში.
ქართული მწერლობა ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, კულტურულ-ესთეტიკური წინსვლისა აღმავლობისთვის სტიმულის მიმცემი. მწერლობა მყესეულად რეაგირებდა ჩვენს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებზე და ერს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ბრუნდსა და მართალს თავის ადგილს მიუჩენდა, საზოგადოებას უზუსტესი კომპასივით აჩვენებდა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მოპოვებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა მდიდარმა და მრავალფეროვანმა ქართულმა მწერლობამ. სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ ყურადღებით მოისმინეს საჯარო ლექცია ,,26 მაისი და ქართული მწერლობა“ და დასვეს საინტერესო შეკითხვები.
3 მარტს, აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით აწსუ-ს ეწვია კურიკულუმის განვითარების საერთაშორისო ექსპერტი, კალიფორნიიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარგარეტ ენ სნოუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან ორ აკადემიურ პროგრამაზე (საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ენა და ლიტერატურა“ და ინტეგრირებული პროგრამა „ინგლისური ენის მასწავლებელი“) მუშაობის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ენ სნოუს საქმიანობა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში მოიცავდა:
2019 წლის 24 მაისს, 11 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით უნივერსიტეტის ეზოში ტარდება „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა.
24 მაისს, 17:00 საათზე, სააქტო დარბაზში (აწსუ I კორპუსი), ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ორგანიზებით იმართება სპექტაკლი ოსკარ უალდის პიესის „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“ მიხედვით. ეს არის კომედიური ჟანრის სპექტაკლი, სადაც ორი ბრიტანელი ჯენტლმენი ძალიან უცნაური ხერხით ცდილობს მოიგოს ქალბატონების გული. ამ რომანტიკულ, ტყუილითა და მუსიკით სავსე საღამოს, სიცილი გარანტირებულია.