28-29 სექტემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია "ანტიკურობა და ფრანგული კულტურა", რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკოფონული უნივერსიტეტების საერთაშორისო სააგენტოს (AUF) და საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის საერთაშორისო პროექტის (ხელმძღვანელები პროფ. ნინო ჩიხლაძე, ასოც. პროფ. ლიანა ნოზაძე) ეგიდით და მხარდაჭერით წარიმართა. კონფერენციაში მონაწილებოდა 70 მომხსენებელი საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (ამერიკის, რუმინეთის, უნგრეთის, მოლდოვას, ბულგარეთის, რუმინეთის, აფრიკის და სხვა) - უკვე ძალიან გამოცდილი, ცნობილი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო უნივერსიტეტის IT სამსახურმა (კობა სტურუა, რეზო კინწურაშვილი).
2021 წლის 11 ოქტომბერს აწსუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის სტუმარი, ალაბამა-ბირმინგემის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ჯოზეფ ვუდი ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია „სამხრეთული იუმორი უილიამ ფოლკნერის და ფლენერი ო’კონორის შემოქმედებაში.“
2021 წლის 12 ოქტომბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 23-ე კორპუსში იგეგმება ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსის, გიტარისტის და კომპოზიტორის ლექცია თემაზე: ,,ქართული საგიტარო მუსიკა“.
6-14 ოქტომბერს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამეტს ეწვევა ალაბამის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ჯოზეფ ვუდსი, რომელიც არის ოთხი სახელმძღვანელოს და ხუთი პოეტური კრებულის ავტორი. იგი შეხვედრებს გამართავს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ. ასევე, წაიკითხავს ლექციებს ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შემდეგი განრიგით: