2022 წლის 2 აპრილს, 12 საათზე, № 1114 აუდიტორიაში, გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ფილოლოგიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თეონა ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის „ცისფერყანწელთა პროზის პრობლემატიკა და პოეტიკა“ საჯარო დაცვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, მ/წლის 8 თებერვალს, 10 საათზე, ტრადიციულად დავითობას, სახელმწიფოს მიერ დაწესებული კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით, ღია სივრცეში, გაიმართება საზეიმო მსვლელობა უნივერსიტეტიდან და დავით აღმაშენებლის ძეგლის გვირგვინით შემკობა. მსვლელობაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სლოვაკეთის რესპუბლიკის რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული აქვს ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. 2019 წლის 1-2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ მონაწილეობდა რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის ოთხი პროფესორი. 2021 წელს რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამი თვის განმავლობაში მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროფესორ ირაკლი ცხვედიანს, რომლის ვიზიტიც დააფინანსა სლოვაკეთის რესპუბლიკის კვლევითი სტიპენდიების პროგრამამ. უნივერსიტეტებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ორ სტუდენტს.
ფერეიდანი (ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები) - ასე ჰქვია წიგნს, რომლის წარდგენაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის "ფილოლოგიის" სადოქტორო პროგრამის (ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიხლაძე) დოქტორანტებმა - თეორიული ენათმეცნიერების მიმართულებით : თამარ გუჩუამ (ხელ.-ლი პროფ.ზაალ კიკვიძე), ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით: თამაზ დევიძემ, დავით იობიძემ (ხელმ.- ლი პროფ. რუსუდან საღინაძე) რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს.
ვულოცავთ მათ და პროგრამის მთელ აკადემიურ პერსონალს!