2020 წლის 25 დეკემბერს ინგლისური ენის კლუბმა წლის ბოლო შეხვედრა გამართა, სადაც სტუდენტები შეიკრიბნენ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად. მათ ერთმანეთს გააცნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესწაულთან დაკავშირებული უცნაური ტრადიციები. გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე გასართობ-შემეცნებით თამაშში და ჯგუფურად შეასრულეს სხვადასხვა სახალისო ამოცანები, ამასთანავე ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო მოგონებები შობასთან დაკავშირებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორ-მასწავლებლებს ა/წ 14-15-16-17 დეკემბერს სთავაზობს ონლაინ ტრენინგს სახელწოდებით “Formation aux méthodes pédagogiques innovantes”.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს ა/წ 4-5-6 დეკემბერს სთავაზობს ონლაინ ტრენინგს “Enseigner le français avec le conte”. ტრენინგს ჩაატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ლიტერატურის მიმართულებით, ქალბატონი ნინო ქავთარაძე. ტრენინგზე ჩაწერის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმულარი
შეხვედრის ბმული და დეტალები ტრენინგზე ჩაწერილ მსურველებს მიეწოდებათ კორპორაციულ ელ.ფოსტაზე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი სიამაყით ულოცავს პროფესორ მადონა მეგრელიშვილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელს, რომელიც მას ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ეს საპატიო ჯილდო ლოგიკური შედეგია ქალბატონი მადონას ხანგრძლივი და ნაყოფიერი აკადემიური საქმიანობისა, რაც მოცავს 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მოხსენებას, 27 დაცულ სადოქტორო დისერტაციას, ათასობით სტუდენტს, რომლებმაც მის ხელში გაიარეს, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის დიდ წარმტებებს მისი ხელმძღვანელობის 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. აქვე უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის საქმიანობაში, რის შედეგადაც უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი ამაყობს იმით, რომ პროფესორ მადონა მეგრელიშვილის დამსახურება ქართული ანგლისტიკის განვითარებასა და უმაღლესი განათლების დონის ამაღლებაში კიდევ ერთხელ დაფასდა.
მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, 12-16 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XXX (I) დისტანციური კონფერენცია.