მ.წ. 1–2 სექტემბერს რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტმანტის ასოცირებულმა პროფესორებმა ნინო ნიჟარაძემ, მაია ალავიძემ და ქეთევან დოღონაძემ და რუსული ფილოლოგიის პროფესორმა ინგა კიკვიძემ წარადგინეს პროექტი სახელწოდებით: „კულტურულად სპეციფიური კონტექსტი და ლექსიკა ქართული რომანის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’–ს არაპირდაპირი თარგმანში რუსულიდან ინგლისურ ენაზე“.
2022 წლის 4 – 6 ივლისს აწსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეა კორძაძე და მედიცინის ფაკულტეტის პროფ. ირინე ფხაკაძე მონაწილეობდნენ ესპანეთში გამართულ XIV საერთაშორისო კონფერენციაში „ განათლება და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები“ EDULEARN 2022, 14th annual International Conference on Education and New Learning Technologies.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა მედიცინის პროგრამის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგები "From Face-to Face to remote Learning Challenges".
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტია. მისი მონოგრაფია „ცხოვრება ორ სამყაროში ̶ გრიგოლ რობაქიძე“ ნომინაციის „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ ფინალისტია. წელს „საბას“ საიუბილეო წელი აქვს ̶ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამდენად, ჩვენი უნივერსიტეტისა და ქალაქისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა პროფ. ნუგეშა გაგნიძის წარმატება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში («Transformer les bonnes idées en start-up») გაიმარჯვა, საპროექტო წინადადებით: «Café Littéraire Numérique".
გამარჯვებული გუნდის წევრები: რომან ყურაშვილი და მარიამ ჟორჟოლიანი გაემგზავრნენ რუმინეთის დედაქალაქში, სადაც დაესწრებიან პროექტის რეალიზებისათვის მნიშვნელოვან შეხვედრებს. მათ ერთკვირიან ვიზიტს ქ. ბუქარესტში სრულად აფინანსებს AUF.
კონკურსში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.
28 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ფრანკოფონული უნივერსიტეტების საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ბატონი მუჰამედ კეტატა, AUF-ის წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი თამარ ღარიბაშვილი, სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის მიზანი იყო AUF-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის „საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრი“ (პროექტის მენეჯერები პროფ. ნინო ჩიხლაძე, ასოც. პროფ. ლია ნოზაძე) ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიებები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. როლანდ კოპალიანს, კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს. აღინიშნა, რომ პროექტის მუშაობის შედეგები არის ნაყოფიერი და ორმხრივად საინტერესო, რაც განაპირობა პროექტში ჩართული ორივე მხარის (აწსუ და AUF) მაღალპროფესიულმა პარტნიორობამ. სტუმრებმა დაათვალიერეს სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ზ. ფალიაშვილის მუზეუმი და ჩვენი ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები. გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.