2022 წლის 2 -6 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ესტუმრნენ იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის გერმანული ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები დოქტ. ბარბარა ენლიხი და დოქტ. ნორა მიორშტედტი.
2022 წლის 19 ნოემბერს, 12 საათზე, № 1114 აუდიტორიაში, გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ვარდო გოგილავას სადისერტაციო ნაშრომის „სამხრეთული გოტიკის პოეტიკა უილიამ ფოლკნერის ნოველებში“ საჯარო დაცვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF-ის წარმომადგენლის ქალბატონ თამარ ღარიბაშვილის ვიზიტი. აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს AUF-ის პროექტების პრეზენტაციას, აწსუ ბიბლიოთეკისათვის ფრანგული წიგნების გადაცემას და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრას.
შეხვედრა გაიმართება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამკითხველო დარბაზი
10 ნოემბერი, 13:00 საათი
დასწრება თავისუფალია
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიმართება ბიალოსტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ფილოლოგიური ფაკულტეტის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ფილოლოგიური კვლევების კათედრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერდისციპლინური კონფერენცია ციკლიდან „პოლონურ-ქართული ლიტერატურული, ენობრივი და ისტორიული კავშირები“ თემაზე: „საქართველო და კავკასია პოლონელ და მსოფლიო მოგზაურთა ანგარიშებში ლიტერატურა - ენა - ისტორია“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე „საბა 2022“ წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. მისი ნაშრომი „ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქაძე“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიად იქნა მიჩნეული.